უკრაინაში COVID-19-ით 21 905 ადამიანია ინფიცირებული

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 321-ით გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 21 905 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 658 პაციენტი ემსხვერპლა.

7995 ადამიანი გამოჯანმრთელდა.