უკრაინაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 535-მდე გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 325-ით გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 21 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 18 616 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 535 პაციენტი ემსხვერპლა, 5 276 გამოჯანმრთელდა.