უკრაინაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 548-მდე გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 260-ით გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 18 876 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 548 პაციენტი ემსხვერპლა, 5632 გამოჯანმრთელდა.