უკრაინაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 564-მდე გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 354-ით გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 16 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 19 230 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 564 პაციენტი ემსხვერპლა, 5955 გამოჯანმრთელდა.