უკრაინაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 735-მდე გაიზარდა

უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 8 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 24 822 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 735 პაციენტი ემსხვერპლა.