უკრაინაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 748-მდე გაიზარდა

უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 588 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 25 410 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 748 პაციენტი ემსხვერპლა. 11 040 პაციენტი გამოჯანმრთელდა.