უკრაინაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 777-მდე გაიზარდა

უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 15 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 26 514 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 777 პაციენტი ემსხვერპლა. 11 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა.