უკრაინაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,462-მდე გაიზარდა

უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,319-დან 1,462-მდე გაიზარდა, მათ შორის, ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურმა განაცხადა.

გარდაცვლილია 45 ადამიანი, ხოლო 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.