უკრაინაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15648 -ს აღწევს

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 416-ით გაიზარდა. გარდაცვალა კიდევ 17 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 15 648 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 408 პაციენტი ემსხვერპლა, 3 288 გამოჯანმრთელდა.