უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 425-ს აღწევს

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 402-ით გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 16 425 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 439 პაციენტი ემსხვერპლა, 3716 გამოჯანმრთელდა.