უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 20148-მდე გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 442-ით გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ 5 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 20148 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 588 პაციენტი ემსხვერპლა.  

6 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა.