უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 22 382-მდე გაიზარდა

უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 22 382 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 669 პაციენტი ემსხვერპლა.

8 439 ადამიანი გამოჯანმრთელდა.