უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 31 154-მდე გაიზარდა

უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 648-ით გაიზარდა და 31 154-ს აღწევს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში დაავადებას დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რიცხვი 889-მდე გაიზარდა. განაცხადა შაბათს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა.

ახალი კორონავირუსისგან 14 084 პაციენტი გამოჯანმრთელდა.