უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 480-მდე გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 480-მდე გაიზარდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯამში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.