უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 9410-ს აღწევს

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 401-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 9009 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 639 ბავშვი და 1843 მედიკიოსია. კორონავირუსს 239 პაციენტი ემსხვერპლა, 992 გამოჯანმრთელდა.