უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 697-ს მიაღწია

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 366-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 12 697 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 316 პაციენტი ემსხვერპლა, 1 875 გამოჯანმრთელდა.