უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 13184-ს მიაღწია

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 487-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 13184 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 327პაციენტი ემსხვერპლა, 2097 გამოჯანმრთელდა.