უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 14 195-ს მიაღწია

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 504-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 14 195 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 361 პაციენტი ემსხვერპლა, 2 706 გამოჯანმრთელდა.