უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 5710-ს მიაღწია

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 261-ით გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 5710 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 151 პაციენტი ემსხვერპლა, 359 გამოჯანმრთელდა.