უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 7647 შეადგინა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 477-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 ადამიანი გარდაიცვალა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 7647-მდე დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 193, პაციენტი ემსხვერპლა, 601 გამოჯანმრთელდა.