უკრაინაში ელექტროენერგიის გარეშე 85 დასახლებული პუნქტია დარჩენილი

უკრაინაში ელექტროენერგიის გარეშე 85 დასახლებული პუნქტია დარჩენილი. მიზეზი უამინდობაა, რომელიც ქვეყნის რამდენიმე ოლქში მძვინვარებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ჟიტომირის, კიევის, დონეცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის და როვენის ოლქებში ძლიერი ქარი და თოვლია.