უკრაინაში ფილმის გადაღებებზე Lamborghini დაიმტვრა - PHOTO

უკრაინაში, კიევის ოლქში მხატვრული ფილმის გადაღებების დროს ავტომობილი Lamborghini დაიმტვრა. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-არხი dtp.kiev.ua ავრცელებს.

ავტომობილის სიჩქარე 200 კმ/სთ იყო, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეებს შეეჯახა.

მძღოლს უსაფრთხოების ღვედი ეკეთა, ის გადარჩა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.