უკრაინაში ისევ კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეს როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების კუთხით რეკორდული მაჩვენებელია.

გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 5 141 ადამიანი გადაიყვანეს.

22 415 ახალ ინფიცირებულთა შორის 1 800 ბავშვი და 391 მედმუშაკია.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 2 725 385 შემთხვევა გამოვლინდა, 2 361 365 გამოჯანმრთელდა, 63 003 გარდაიცვალა.