უკრაინაში კარანტინი 31 აგვისტომდე გაგრძელდება

უკრაინის ხელისუფლება 16 ივნისს ქვეყანაში 31 აგვისტომდე კარანტინის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

"თუმცა ამასთან, ჩვენ გარკვეულ შეზღუდვებს შევამსუბუქებთ",- განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, შემსუბუქდება თვითიზოლაციის კონტროლი. ვაქცინაციის ცნობების გაცემას კი ოჯახის ექიმებიც შეძლებენ. ეს სერტიფიკატების მიღება გაამარტივებს.