უკრაინაში კორონავირუსის 1 969 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 969 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 86 ადამიანი გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 1 064 ადამიანი გადაიყვანეს.

1 969 ახალ ინფიცირებულთა შორის 94 ბავშვი და 41 მედმუშაკია.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 3 704 442 შემთხვევა გამოვლინდა, 3 514 786 გამოჯანმრთელდა, 97 325 გარდაიცვალა.