უკრაინაში კორონავირუსის 4571 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 273 ადამიანი გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 1366 ადამიანი გადაიყვანეს.

4571 ახალ ინფიცირებულთა შორის 210 ბავშვი და 112 მედმუშაკია.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 3 682 659 შემთხვევა გამოვლინდა, 3 491 793 გამოჯანმრთელდა, 96 709 გარდაიცვალა.