უკრაინაში კორონავირუსის 6 622 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 ადამიანი გარდაიცვალა. 

გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 3003 ადამიანი გადაიყვანეს.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 3 497 477 შემთხვევა გამოვლინდა, 3 050 659 გამოჯანმრთელდა, 88 280 გარდაიცვალა.