უკრაინაში კორონავირუსის 7 177 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 7 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 192 ადამიანი გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 92 951 ადამიანი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 3 696 468 შემთხვევა გამოვლინდა, 3 506 509 გამოჯანმრთელდა, 97 008 გარდაიცვალა.