უკრაინაში მედიკოსებმა ბოლო-დღე ღამეში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ერთი ინფიცირებულთა რიცხვის გამოვლენას, მეორე კი ჰოსპიტალიზაციას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის 1732 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 110 ბავშვი და 78 სამედიცინო მუშაკია. ამავე პერიოდში საავადმყოფოში 330 კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსი 581-მა ადამიანმა დაამარცხა, 19 კი გარდაიცვალა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19 87 872 ადამიანს დაუდასტურდა, 2 011 გარდაიცვალა.