უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19–ის ინფექციით 1,847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) 15 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუისს 89 719 დადასტურებული  შემთხვევაფიქსირდება. 

გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 33 ადამიანი. ვირუსისგან დაღუპულთა საერთო რიცხვმა 2,044-ს მიაღწია. 

გამოჯანმრთელდა 47 430 პაციენტი.