უკრაინაში კორონავირუსით 2 964 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული

უკრაინაში ახალი კორონავირუსის ინფექციით დაავადებულ ექიმთა რაოდენობა 2964-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, მაქსიმ სტეპანოვი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 522 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 110 სამედიცინო პერსონალი. 

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15,232-ს აღწევს, აქედან 391 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3060 გამოჯანმრთელდა.