უკრაინაში კორონავირუსით 4000 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული

უკრაინაში ახალი  კორონავირუსის ინფექციით დაინფიცირებულ ექიმთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 93-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

"ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 432 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 60 ბავშვია, 93 კი ჯანდაცვის მუშაკი. ჯამში, პანდემიის დროს 1,494 ბავშვი და 4000 ექიმი დაინფიცირდა", - ნათქვამია სტეპანოვის განცხადებაში.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 20 580 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 605 პაციენტი ემსხვერპლა.

6 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.