უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 270-ით გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 270-ით გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 3 372 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 98 პაციენტი ემსხვერპლა, 119- გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებულია ჩერნოვიცკის ოლქში- 546, კიევში – 551; ივანო–ფრანკოვოში– 332 და ტერნოპილის ოლქში – 280.