უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 325-ით გაიზარდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 325-ით გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 3 102 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 93 პაციენტი ემსხვერპლა, 97- გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებულია ჩერნოვიცკის ოლქში- 462, კიევში – 495; ივანო–ფრანკოვოში– 300 და ტერნოპოლის ოლქში – 273.