უკრაინაში მამაკაცი COVID-19-ით ოთხჯერ დაინფიცირდა

უკრაინაში, ხარკოვის მკვიდრი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კორონავირუსით ოთხჯერ დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ში გავრცელდა.

ექიმმა განმარტა, რომ მამაკაცს თანმხლები დაავადებების გამო ანტისხეულები არ გამოუმუშავდა.

"ის საავადმყოფოდან უკვე გაეწერა", - განაცხადეს ექიმებმა.

შეგახსენებთ, საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 1.4 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა და 38 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.