უკრაინაში მამაკაცმა 7 ტურისტი ჩაცხრილა

უკრაინაში მამაკაცმა 7 ტურისტი მოკლა, რომლებიც მდინარის პირას დასასვენებლად ჩამოვიდნენ.

9 ადამიანმა სახლი იქირავა და ბაზის მეპატრონე დასალევად დაპატიჟა. ღამისკენ უმეტესობა დასაძინებლად დაწვა. მდინარესთან სამი ადამიანი დარჩა - ორი ტურისტი და მეპატრონე. ისინი წაკამათდნენ. მეპატრონემ, რომელიც პროფესიონალი მონადირეა, იარაღი აიღო და ტურისტებს ესროლა. ამის შემდეგ შევიდა სახლში, სადაც დანარჩენებს ეძინათ და კიდევ 5 ადამიანი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა ტურისტმა გაქცევა მოახერხა. პოლიცია სწორედ მან გამოიძახა. ბაზის მეპატრონე დაკავებულია.