უკრაინაში 50 მოსწავლე მოიწამლა

ქალაქ ოდესაში, უკრაინაში 50 მოსწავლემ მოწამვლის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„15-19 სექტემბრის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს, წინასწარი დიაგნოზით - საკვებით მოწამვლა, ქალაქ ოდესის №11 სკოლის 53 მოსწავლემ მიმართა, რომლებმაც საკვები სკოლის სასადილოში მიიღეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამჟამად სტაციონარში 5 პაციენტი იმყოფება. მიმდინდარეობს მოკვლევა.