უკრაინაში ომიკრონის შტამი დაფიქსირდა

უკრაინაში "ომიკრონი"-ს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული ქვეყანაში არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის შემდეგ შევიდა. მას შეხება ჰქონდა რამდენიმე პირთან. პაციენტს მკურნალობის კურსი უტარდება. დგინდება მასთან კონტაქტში მყოფ პირთა წრე. 

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" ჯერ არ დაფიქსირებულა.