უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს საწყობებში რამდენიმე აფეთქება მოხდა

უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს ვინიცკის რაიონში მდებარე საწყობებში 4 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

"ტექნიკური არსენალის ტერიტორიაზე დაკვამლიანებაა, დაშავებულები არ არიან. ახლა იქ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს", - განაცხადა მოტუზიანიკმა.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ არსენალის ტერიტორიაზე ტყე იწვის.