უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ამასთან კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს.

უკრაინაში, 25 სექტემბერს სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ეკიპაჟის გარდა თვითმფრინავში უკრაინის საჰაერო ძალების ხარკოვის უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ. სულ თვითმფრინავში 28 ადამიანი იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო კომისია შეიქმნება.