უკრაინის პარლამენტში იჩხუბეს - VIDEO

უკრაინის უმაღლესი რადის IX მოწვევის პირველ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ დეპუტატი ნიკოლაი სკორიკი და „ხალხის მსახურის“ წევრი ნიკოლაი ტიშენკო დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი ოდესაში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განხილვას მოჰყვა, რომელმაც 2014 წლის 2 მაისს ოდესაში განვითარებული მოვლენები უნდა შეისწავლოს.

ტიშენკომ სკორიკის პიჯაკიდან ღილი მოგლიჯა, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური ატყდა. დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუსლან სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ დამშვიდდნენ.