უკრაინის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდება. 

ასევე გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.

დაგეგმილია უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია.