ამერიკულმა ჟურნალმა Time გარეკანზე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის სურათი პირველად გამოაქვეყნა. ფოტო გარეკანს გამოცემის საერთაშორისო ვერსიაში ამშვენბს.
"ადამიანი შუაში. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმაზე, როგორია პუტინსა და ტრამპს შორის ყოფნა", - აწერია სურათს.
"მე იმპიჩმენტის საკითხი არ მაშინებს. როგორ უმკლავდება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოში უმსხვილეს პოლიტიკურ დრამაში საკუთარ როლს?", - აანონსებს სტატიას Time საკუთარ Twitter-ში.