უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. 

არსენ ავაკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარვადგინე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება. მადლობა გუნდს", - ნათქვამია ავაკოვის განცხადებაში, რომელსაც უკრაინის შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის თებერვალში დაინიშნა.