უნგრეთში კაფეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის პასპორტით იქნება შესაძლებელი

უნგრეთში 23 აპრილიდან ვაქცინირებული მოქალაქეები რესტორნებში, კაფეებში, თეატრებში, კინოებში, სასტუმროებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში სიარულს შეძლებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპები ქვეყანაში კარგად მიდის და მომავალ კვირას მოსახლეობის 40 პროცენტი, 4 მილიონი ადამიანი იქნება აცრილი.

უნგრეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 760 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.