უნგრეთში მასობრივი ღონისძიებები აგვისტომდე იქნება აკრძალული

უნგრეთში სკოლები, რომელთა მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 16 მარტიდან შეწყვეტილია, მაისი ბოლომდე დახურული იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერის კანცელარიის მინისტრმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა.

15 აგვისტომდე გაგრძელდა აკრძალვა, რომელიც 500-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით მსხვილ ღონისძიებებს ეხება.

უნგრეთში ამ დროისთვის COVID-19-ის 2 775 შემთხვევაა დადასტურებული, 312 ადამიანი გარდაიცვალა.