UNICEF: კორონავირუსმა ხელის ჰიგიენისადმი დამოკიდებულება შეცვალა

დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე განაცხადა, რომ Covid-19-მა  სამყაროში ხელის ჰიგიენის მნიშვნელობისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალა.  

"ჰიგიენის მნიშვნელობა, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში შეიცვალა. ყველამ დაიწყო დაკვირვება იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვიბანთ ხელებს ან როგორ ვიყენებთ საპონს. სამწუხაროდ, წყალი და ჰიგიენის საშუალებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. თუ განვითარებად ქვეყნებში ეს კულტურა წინ წამოიწევა, ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვნად დაეხმარება და ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის", - განაცხადა ფორმა.