უსახლკარო წყვილი სამრეცხაოში დაქორწინდა - VIDEO

აშშ-ს შტატ ტენესის შტატ ნეშვილში უსახლკარო წყვილი სამრეცხაოში დაქორწინდა.

შერილ სმიტი და ჯეიმს ნაიტი ერთმანეთს 11 წლის მანძილზე ხვდებოდნენ. მათ ერთმანეთი სამრეცხაოში სახელწოდებით «Soap Opry Coin» გაიცნეს, სადაც ტანსაცმელს რეგულარულად რეცხავდნენ. არც ერთ მათგანს სახლი არ აქვს და ისინი ღამეს ხან ქუჩაში, ხან დროებით თავშესაფარში ათენებენ.

შეუღლება მათ სწორედ ამ სამრეცხაოში გადაწყვიტეს. წყვილს შემოწირული ტანსაცმელი ეცვა, სტუმრებს კი პიცითა და ტორტით უმასპინძლდებოდნენ.

შერილი და ჯეიმსი დარწმუნებულები არიან, რომ ყველა სირთულეს გადალახავენ, ვინაიდან მათ ყველაზე მთავარი - სიყვარული და ერთმანეთი ჰყავთ.