უცხოელი დიპლომატები აზერბაიჯანის დეოკუპირებულ ტერიტორიებს ეწვივნენ

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისაგან გათავისუფლებულ რეგიონებს ეწვივნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

”მადლობას ვუცხადებს ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და სამხედრო ატაშეებს, რომ შემოგვიერთდნენ”, - განაცხადა ჰიკმეთ ჰაჯიევმა.

უცხოელი დიპლომატები ფიზულის, გუბადლისა და ლაჩინის რეგიონებს მოინახულებენ.