უცხოელი დიპლომატები აზერბაიჯანში ჯებრაილისა და ზანგილანის რაიონებს ესტუმრნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიკმეთ ჰაჯიევის განცხადებით, უცხოელმა დიპლომატებმა, სამხედრო ატაშეებმა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებული, ჯებრაილისა და ზანგილანის რაიონები მოინახულეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უცხოელი დიპლომატების ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით იყო ორგანიზებული. ვიზიტის მიზანს დიპლომატებისათვის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხური მხარის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტების ჩვენება წარმოადგენდა.